ბოლოვიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ლუის არსეს მთავრობას მისი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და თავდასხმას გმობს. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს.
მორალესის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მისი მანქანის წინა და უკანა საქარე მინას, სულ მცირე, სამი ნატყვიარი აქვს.
მორალესისა და არსეს პარტიაში, მოძრაობა სოციალიზმისთვის, მორალესის მხარდამჭერმა ნაწილმა თქვა, რომ მორალესის მანქანას შავ ფორმებში ჩაცმული კაცებმა ცეცხლი გაუხსნეს, როდესაც მან სამხედრო ყაზარმას ჩაუარა.
ბოლივიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ედუარდო დელ კასტილიომ კი თქვა, რომ მორალესის თანმხლები კოლონა ნარკოტიკების საწინააღმდეგო პატრულს გაექცა, მისი დაცვის ჯგუფმა კი პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და ერთ-ერეთ პოლიციელს მანქანა გადაატარა.
მორალესი და არსე მომდევნო წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის, მოძრაობა სოციალიზმისთვის კანდიდატობის კონკურენტები არიან.