27 ოქტომბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 41 რუსული დრონი გაანადგურა.
საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშის მიხედვით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.
რადიო ლოკაციური ჯარების მუშაობის შედეგად 32 რუსული დრონი ლოკაციურად დაკარგულია.
ოკუპანტებმა დრონები ორელისა და კურსკის ოლქებიდან გამოუშვეს.
საჰაერო სამიზნეები ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, კიევის, სუმის, კიროვგრადის, ჩერკასის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და ჩერნიგოვის ოლქებში გაანადგურეს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





