ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ოფისს, სახელისუფლებო ტიტუშკები თავს დაესხნენ.
კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ენმ-ს წევრებსა და შტაბთან მყოფ ადამიანებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებითა და სხვადასხვა ნივთებით.
"20-ზე მეტი ავტომანქანა იყო, გაჩერდა, გადმოვიდნენ დუბინკებით, შეიარაღებული სხვადასხვა ნივთით, შევიდნენ ჩვენს ოფისში, უცბად მოხდა თავდასხმა, რამდენიმე ადამიანს დაზიანება მიაყენეს, შესაბამისად, შემდეგ ჩვენებასაც მოუწიათ პასუხის გაცემა, გადაღებულია და იყო შეხლა-შემოხლა, ჩვენი ძალებით ვუკუაგდეთ". - თქვა ბეჟაშვილმა.
მომხდარს კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავაც გამოეხმაურა.
"სულ რამდენიმე წუთის წინ, ქართული ოცნების ძალადობრივი ჯგუფები მოცვივდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან.
ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს, რომელიც უკიდურესად შეშინებულია - ეს არის ხელისუფლება, რომელიც აცნობიერებს, რომ ძალიან მალე ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში.
ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ ოპოზიცია და ვიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად, მაგრამ თითოეული ხმა უკიდურესად მნშვნელოვანია.
არ გავფლანგოთ არცერთი ხმა". - თქვა ბოკუჩავამ.





