10:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 9.27%-ია. ხმა 324 197-მა ამომრჩეველმა მისცა. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
2012 წელს 10:00 საათზე აქტივობა 10.66% იყო (385 413 ამომრჩეველი). 2016 წელს - 8.34% (293 047 ამომრჩეველი), ხოლო 2020 წელს - 8.33% (292 587 ამომრჩეველი).
2024 წლის არჩევნებში 3 508 294 ამომრჩეველი მონაწილეობს. 2012 წელს ეს რიცხვი 3 613 851 იყო, 2016 წელს - 3513884, ხოლო 2020 წელს - 3 511 853.





