არჩევნები 2024

კობახიძე: მოვუწოდებ ოპოზიციას, აღიაროს ცესკოს არჩევნების შედეგები, მათ შორის ჩვენც

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ოპოზიციას მოუწოდა, აღიაროს ცესკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები და დასძინა, "მათ შორის, ჩვენც". 

"დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის პრინციპული, გადამწყვეტი, რეფერენდუმის ტოლი, 2012 წლის ტოლფასი არჩევნები. 

[...] მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკოს წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, მათ შორის ჩვენც. [...] მოვუწოდებ ასევე ოპოზიციას, როცა დაიდება 60%-იანი შედეგი, შეეგუოს იმას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უთხრა უარი ბნელ წარსულში დაბრუნებაზე" - თქვა კობახიძემ. 

კომენტარები