კიევში რუსული საჰაერო იერიშის შედეგად ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რასაც, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
"პირველადი ინფორმაციით, სოლომენსკის რაიონში სახლში ერთი ადამიანი დაიღუპა. 4 დაშავებულს ექიმებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს. ხანძარი ჩააქრეს. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება". - წერს კლიჩკო.
მანამდე, 25 ოქტომბრის საღამოს რუსეთმა ჩრდილოეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით საჰაერო იერიში დაიწყო. თავდასხმის შედეგად კიევში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.





