რუსეთი

Z-ბლოგერებმა CALL OF DUTY-ს პერსონაჟს ანკარის ტერაქტში მონაწილეობა "დააბრალეს"

Meduza

Z-ბლოგერებმა ოლეგ ცარევმა და იგორ დმიტრიევმა Call of Duty-ს პერსონაჟის ფოტო გამოაქვეყნეს. მათი თქმით ფოტოზე გამოსახული ქალი ანკარის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

რეალურად ფოტოზე გამოსახული ქალი ფარა კარიმია, პერსონაჟი, რომელიც პირველად Call of Duty: Modern Warfare-ში გამოჩნდა. კომპიუტერული თამაშის მიხედვით კარიმი გამოგონილი ქვეყნის, ურზიკსტანის მებრძოლია.

"ამოცნობილია ქალი, რომელიც ანკარის ტერაქტში იღებდა მონაწილეობას. როგორც მოსალოდნელი იყო, ტერორისტი ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრი, ფარა კარიმ ჰურდ მუსლიმია". – წერია ცარევის პოსტში, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა.

ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლები ცარევი და დმიტრიევი ყოფილი უკრაინელი ჩინოსნები არიან, რომლებიც რუსეთის მხარეს 2014 წელს გადავიდნენ. 

კომენტარები