არჩევნები 2024

"გააგონე შენი ხმა საქართველოს" - სტუდენტური მოძრაობა აქცია-მსვლელობას გამართავს

ლუკა ახალაია/ტაბულა

სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 დღით ადრე, 25 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქცია-მსვლელობას გამართავს.

შეკრება 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დაიწყება.

"დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!" - წერს სტუდენტური მოძრაობა.

კომენტარები