გურიაში ქართული ოცნების წინასაარჩევნო შემაჯამებელი ღონისძიების გამო, ყველა საჯარო უწყება დაცარიელდა.
დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისში ქართული ოცნების წინასაარჩევნო, შემაჯამებელი ღონისძიება იმართება - რეჟიმმა მხარდამჭერთა და საჯარო უწყებებიდან ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზება გამოაცხადა.
ტვ პირველის სიუჟეტში ჩანს, რომ გურიის მასშტაბით (ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი) სხვადასხვა საჯარო დაწესებულები ცარიელია და შენობაში სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელი პირები არ იმყოფებიან.
ცნობისთვის, დედაქალაქში ოცნების პარტიული ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა, ამ დროისთვის სრულად აკრძალულია.









