რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 42 რუსული დრონი გაანადგურა

Pravda.ua

22 ოქტომბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

"22 ოქტომბრის ღამეს განადგურებულია 22 რუსული დრონი, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ბელარუსის ტერიტორიაზე დაბრუნდა, 10 დრონი ლოკაციურად დაიკარგა, კიდევ სამი რუსეთში გაფრინდა. უკრაინის საჰაერო სივრცეში 1 დრონი რჩება, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება". – წერია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებაში.

უწყების მონაცემებით 22 ოქტომბერს უკრაინის ტერიტორიაზე სულ 60 უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა.

დრონები განადგურებულია სუმის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, კიევის, ხერსონის და ხარკოვის ოლქებში.

რუსებმა დრონები კურსკის, ეისკისა და პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან ააფრინეს.

სუმიში დრონების იერიშს 3 ადამიანის, მათ შორის 1 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები