არჩევნები 2024

კობახიძე EU-ს წევრი 13 ქვეყნის განცხადებაზე: არავითარი ფასი არ აქვს

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა.

ამ ფონზე არავითარ ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს, ამ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს.

მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები. თქვენ ხედავდით, რა მოხდა მოლდოვაში. ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით. ჯერ მანამდე რა ხდებოდა, კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით.

მაცადეთ, იმიტომ, მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ. მოლდოვას, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა და განცხადებები თუ სადმე არის საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით, სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა განცხადებები მოლდოვასთან დაკავშირებით, რომელიც არის დსთ-ის წევრი, მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას – არ ეკუთვნის. ეს არის სირცხვილი...

...როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, გადაივლის არჩევნები, მაშინვე აღდგება სამართლიანობა. მე ვარ დარწმუნებული.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების განცხადებაზე. 

ბელგიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, გერმანიის, დანიის, შვედეთის, ფინეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს, მოსახლეობას კი მიმართავენ, რომ ქვეყნის მომავალი მათ ხელშია. 

კომენტარები