რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლოიდ ოსტინი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ოსტინი X-ზე ავრცელებს.

"მეოთხედ ვბრუნდები უკრაინაში როგორც თავდაცვის მდივანი, რათა ვაჩვენო, რომ აშშ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს". - წერს ოსტინი.

ოსტინს კიევში უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი შეხვდა.

The Wall Street Journal-ისა და CNN-ის ცნობით, ოსტინის კიევში ჩავიდა, რადგან აშშ-ს მხრიდან უკრაინის დახმარების საკითხი აშშ-ში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო გარკვეულწილად გაურკვეველია, პარალელურად კი, ბრძოლის ველზე რუსეთი მცირე, მაგრამ სტაბილურ წინსვლას აგრძელებს.

მედიის ცნობით, ოსტინი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრას გეგმავს.

კომენტარები