კუბაში ელექტროქსელის ჩამოშლას მასობრივი ჩაბნელება და ელექტრომომარაგების შეზღუდვა მოჰყვა - ამ დრომდე, 10 მილიონ მოსახლეს ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, BBC ავრცელებს.
გამოცემის თქმით, კუბის ელექტროქსელი პარასკევს საღამოს გაითიშა, ხოლო ქსელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ არ იციან, რამდენი დრო დასჭირდება ელექტროენერგიის აღდგენას.
პარასკევის სრული გათიშვა მას შემდეგ მოხდა, რაც ანტონიო გიტერასის ელექტროქსელი გაითიშა.
როგორც BBC წერს, აღნიშნული ელექტროქსელი კუბის მოსახლეობის მთავარი მომმარაგებელია.
BBC-ის თქმით, კუბის მოსახლეობას აქამდეც, თვეების განმავლობაში შეზღუდული წვდომა ჰქონდა ელექტროენერგიაზე, ხოლო პრემიერ მინისტრმა, მასობრივ გათიშვამდე "საგანგებო ენერგეტიკული მდგომარეობა" გამოაცხადა.





