ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ავარიას ორსული ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





