სამეგრელო

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხ მოლაშქრეს, სტანისლავ კოსკისს ეძებენ

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩეხ მოლაშქრეს, სტანისლავ კოსკისს ეძებენ.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ჩეხი მოლაშქრის შესახებ განცხადებას ფეისბუქ გვერდი, Trekking in the Caucasus-იც ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ჩეხი მოლაშქრე სქურიდან ხაიშში ცდილობდა გადასვლას - კოსკისი ბოლოს კირნახონაში, 28 სექტემბერს შენიშნეს.

"იმ შემთხვევაში თუ ვინმე ეწვია ტობავარჩხილის ტბას სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში (ან იცნობს ვინმეს, ვინც ამ პერიოდში იმყოფებოდა აღნიშულ ტერიტორიაზე) და შეხვდა მას - ძალიან გამოგვადგება დამატებითი ინფორმაცია მისი მდებარეობის, ან სამარშრუტო გეგმების შესახებ, რაც მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დაგვეხმარება". - წერია განცხადებაში.

კომენტარები