რუსეთი-საქართველო

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გაამარტივა

2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები
Netgazeti

ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოებას ხელი მოაწერა.

რედაქტირებული ვერსია სამართლებრივი აქტების საიტზე გამოქვეყნდა. განახლებული საბუთი არ შეიცავს შეზღუდვებს, რომლებიც აქამდე იყო დაწესებული. 

ახალი საბუთის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რუსეთში უვიზოდ შესვლა 90-ზე მეტი დღით და სამუშაო მიზნებისთვისაც შეუძლია. აქამდე უვიზო რეჟიმი 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენას, განათლების მიღებისა და სამუშაოს მიზნით შესვლას არ ითვალისწინებდა. 

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ. 2019 წელს კი საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ჩამოფრენა. სავიზო რეჟიმი 2012 წელს აღდგა, ხოლო სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვები 2023 წელს გაუქმდა. 

2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება აქვთ და მხოლოდ იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა უწევთ (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად). 

უვიზო რეჟიმის ცვლილებამდე ცოტა ხნით ადრე, 4 ოქტომბერს, პუტინმა რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელად დავით ცეცხლაძე დანიშნა.

კომენტარები