რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფება კვლავ ორგანიზებულია და მას სარდლობის ჯაჭვი არ დაუკარგავს მიუხედავად ისრაელის დარტყმებისა, რომელსაც, რუსეთის თქმით, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივება სურს.
"ჩვენი შეფასების მიხედვით, ჰეზბოლას, მათ შორის [მის] სამხედრო ფრთას, არ დაუკარგავს სარდლობის ჯაჭვი და ორგანიზებულობას აჩვენებს". - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, დასავლეთი, კონკრეტულად აშშ და გაერთიანებული სამეფო, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღვივებას ცდილობენ და ისრაელის მხარდაჭერით ისინი ფარისევლობას გამოხატავენ.
ამას გარდა, რუსეთმა ისრაელი სირიაში მიტანილი იერიშისთვისაც გააკრიტიკა.
"კიდევ ერთხელ, ისრაელმა უხეშად დაარღვია სირიის სუვერენიტეტი დამასკოს მჭიდროდ დასახლებულ არეალში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე საკარეტო იერიშის მიტანით". - თქვა ზახაროვამ.





