თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 11 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როცა დაღმართზე ამობრუნდა და წაიქცა - სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ექიმებმა ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა უწყება დეტალებს არ ასახელებს.