საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და ხელოვნების მხარდასაჭერად, ჯამში 160 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს - ამის შესახებ კობახიძემ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.
კობახიძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 130 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, ხოლო ხელოვნებისა და ხელოვანთა მხარდასაჭერად 30 მილიონი ლარი.
"ჩვენ გვაქვს 30 მილიონის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას - ეს იქნება საგანგებო ბიუჯეტი, რომელიც მიზანმიმართულად მოხმარდება ხელოვანთა მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში". - თქვა ირაკლი კობახიძემ.





