პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასები, სტანდარტული 10%-იანი ზრდის მიღმა, "სუფთა" 100 ლარით გაიზრდება.
"საჯარო სამსახურს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო ყოველწლიურად ხელფასების ზრდა 10%-ით, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება. საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასები შემთხვევაში, სტანდარტული ზრდის მიღმა, დაგეგმილია სუფთა 100 ლარით ხელფასების ზრდა თითოეული თანამშრომლისთვის. იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, სადაც სტანდარტული ზრდის მიღმა, 100 ლარით გაიზრდება მათი ხელფასები" - თქვა კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.





