ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 8 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის, ყვარლის, ოლღა ბახუტაშვილის, ხომერიკის, უშაკოვის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ტვიშის, რატილის, თოლენჯის, წალენჯიხის, მთისძირის, საბარგოს, შალვა მშველიძის და გეზათის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის I, II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, თრიალეთის, კახნიაშვილის, ხომლელის, ჯავახეთის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III და IVა მიკრორაიონების მოსახლეობას. 

 "კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები