ილონ მასკი გეგმავს, დაესწროს დონალდ ტრამპის საარჩევნო ყრილობას, რომელიც ბატლერში, პენსილვანიაში გაიმართება. ეს არის ადგილი, სადაც სცადეს დონალდ ტრამპის მკვლელობა ივლისში.
"იქ ვიქნები მხარდასაჭერად" - ასე უპასუხა მილიარდერმა ტრამპის პოსტს X-ზე.
13 ივლისის საღამოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა.
პენსილვანიის შემდეგ 15 აგვისტოს ფლორიდაში ტრამპის გოლფის მოედნის გარეთ ცეცხლსასროლი იარაღით სროლა მოხდა, რაც FBI-ის თქმით, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მეორე მცდელობა იყო.
ინციდენტის დროს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში გოლფს თამაშობდა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იარაღის გასროლის შემდეგ მოედანი მყისიერად დაიკეტა.





