უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ATACAMS სისტემის ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით განადგურებულია ძვირადღირებული რუსული რადიოლოკაციური სადგური Nebo-M.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ქვედანაყოფებმა ATACAMS ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს რუსულ რადიოლოკაციურ სადგურ Nebo-M-ზე. რუსეთის ფედერაციის არმია სადგურს აეროდინამიკური და ბალისტიკური სამიზნეების გამოსავლენად იყენებდა". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
სამხედროები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სადგურის განადგურება ძალიან რთულია.
Nebo-M-ის ღირებულება 100 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით რუსეთს მსგავსი სისტემის მხოლოდ 10 რადიოლოკაციური სადგური დარჩათ.
"Nebo-m-ის განადგურება ფრთოსანი რაკეტების გამოყენებისთვის ეფექტურ საჰაერო დერეფანს შექმნის". – ამბობენ გენშტაბში.





