ისრაელზე 180 ბალისტიკური რაკეტით მიტანილი იერიშის შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი "უსაფრთხო ადგილიდან" ტვიტერზე ილუსტრაციას აქვეყნებს, რომელზეც იარაღის მიწისქვეშა საწყობია გამოსახული და უფრო ძლიერი იერიშით იმუქრება.
"გამარჯვება ალაჰიდან მოდის და ის ახლოსაა", - წერს ხამენეი X-ზე.
როგორც გამოცემა Times of Israel იუწყება, ხამენეი გატეხილი ებრაულით ასევე წერს, რომ შემდგომი თავდასხმა "კიდევ უფრო ძლიერი და მტკივნეული იქნება სიონისტური რეჟიმის გაცვეთილი და ხრწნადი რეჟიმისთვის".
პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხამენეი ისრაელზე სარაკეტო იერიშის შემდეგ კვლავ საკუთარ "უსაფრთხო ადგილას" რჩება.
აღნიშნულ "უსაფრთხო ლოკაციაზე" ხამენეი ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ 28 სექტემბერს ბეირუთში ჰეზბოლას მთავარ შტაბზე მიტანილი იერიშის შედეგად დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას დაღუპვის შემდეგ გადაიყვანეს.
ცნობისთვის, 1-ელ ოქტომბერს ირანმა ისრაელისკენ დაახლოებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა ნაწილიც ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ნაწილი კი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.





