ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) არაბულენოვანი პრესსპიკერის, ავიხაი ადრაის ცნობით, რამდენიმე წუთის წინა ირანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. ამ დროისთვის ირანის მხრიდან ისრაელზე იერიშის ტალღა დასრულებულია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის ფარგლებში ირანმა ისრაელისკენ დაახლოებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა ნაწილიც ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ნაწილი კი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.
ამ დროისთვის IDF-მა მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავშესაფრებიდან გამოსვლა უკვე შეიძლება.
ამასთანავე, გავრცელებული ცნობებით, ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცეები დაკეტეს, ხოლო თეთრი სახლის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ისრაელზე ირანის თავდასხმის განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს შეხვდნენ.





