შანხაი

შანხაიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 15

შანხაიში, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, მჭიდროდ დასახლებულ უბან სონგძიანგში მდებარე სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, BBC ავრცელებს.  

გამოცემის თქმით, შემთხვევა ორშაბათ საღამოს მოხდა, ხოლო პოლიციამ ადგილზე 37 წლის მამაკაცი დააკავა.

როგორც BBC წერს, დაზარალებულთაგან სამი ადამიანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები