არჩევნები 2024

ცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

ცესკო

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა. ესენი არიან:

ცესკოს შესაბამისმა სამსახურმა პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაიწყო. პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა 6 ოქტომბერია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის  - ევროპელი დემოკრატების პარტიულის სია. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურებს გადის 18 საარჩევნო სუბიექტი.

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 27 საარჩევნო სუბიექტი. მათგან სამ პარტიას (ანა დოლიძე - ხალხისთვის, მოქალაქეები და მწვანეთა პარტია) საარჩევნო რეგისტრაცია  საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა.

კომენტარები