არჩევნები 2024

კორძაია: სააკაშვილის მოსაზრება ანგარიშგასაწევია ყველა საკითხთან დაკავშირებით

დისკუსიას სია ყოველთვის იწვევს, ბუნებრივია, და კითხვებს ყოველთვის იწვევს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სია არის ის, რაც არის და სია არის პრინციპებით შედგენილი - არიან ახალგაზრდები, არის შუახსნის, არიან უფროსებიც ასაკით და პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ის, რომ გამოცდილმა ადამიანებმა გაუხსნან გამოუცდელებს გზა და მერე ასე მოხდეს როტაცია ეტაპობრივად და ჩემი აზრით, ეს სია ამას ასახავს და დანარჩენი, მე მგონია, რომ არ არის არსებითი საერთოდ.

ვერ გეტყვით [რამდენად იყო სააკაშვილი აქტიურად ჩართული ამ სიის ფორმირებაში], მე არ ვიყავი ჩართული სიის ფორმირებაში, მე ვიცი ლოგიკა და დეტალები არ ვიცი. ბუნებრივია, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება ანგარიშგასაწევია ყველა შემთხვევაში, ყველა საკითხთან დაკავშირებით და დანარჩენი, უშუალოდ სიის ფორმირების პროცესში, დამიჯერებთ, რომ მე არ ვიცოდი, რომ მეცხრე ნომერი ვიქნებოდი? მართლა არ ვიცოდი.

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი თამარ კორძაია მთავარი არხის კითხვაზე, ხომ არ იყო კონფლიქტი სიის გარშემო, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი ადამიანი იმ სიის მიღმა დარჩა, რომელიც გამოაგზავნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები