ავტოსაგზაო შემთხვევა

ბათუმში მანქანა რკინის კონსტრუქციას შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 1 პირი კი დაშავდა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები