რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ქალაქ კრამატორსკზე იერიში მიიტანა, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 3

სევეროდონეცკი, 17 ივნისი
REUTERS/Oleksandr Ratushniak

23 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, კრამატორსკში რუსული ჯარის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 45 წლის ქალი და დაშავდა 3 ადამიანი.

თავდასხმის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის მეთაური ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.

"მინიმუმ 1 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა კრამატორსკის დაბომბვის შედეგად, შუადღისას ქალაქში დაახლოებით 45 წლის ქალი დაიღუპა, მისი ქმარი კი დაშავდა". - წერდა დონეცკის ოლქის მეთაური.

მოგვიანებით, ფილაშკინის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 3 ადამიანამდე გაიზარდა. ოკუპანტებმა ასევე დააზიანეს 8 კერძო სახლი.

კომენტარები