რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტიხორეცკში, სადაც სამხედრო საწყობი აფეთქდა, ადგილობრივი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Telegram/Вениамин Кондратьев

კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონტრადიევის თქმით, სოფელ ტიხორეცკში, სადაც უკრაინულმა დრონებმა სამხედრო საწყობზე იერიში მიიტანეს, ლოკალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კონდრატიევის თანახმად, "მოსახლეობას არაფერი არ ემუქრება, თუმცა საჭიროა დრო, რათა ტერიტორია სრულად შემოწმდეს". მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა "ხალხის დასახმარებლად და მომხდართან დაკავშირებით ყველა საკითხის ოპერატიულად გადასაჭრელად" გამოცხადდა. 

მანამდე, კონდრატიევმა თქვა, რომ საწყობის აფეთქების შემდეგ სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია ჩატარდა. 

"უსაფრთხოების მიზნით, სოფლის მცხოვრებლები, რომლებიც აფეთქების ადგილის მახლობლად ცხოვრობდნენ, დროებით ევაკუირებულები არიან სხვა დასახლებებში". - წერდა კონდრატიევი Telegram-ზე. 

უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსეთში ორ სამხედრო საწყობზე იერიში მიიტანა, ხოლო მათ შორის ერთი კრასნოდარის ოლქის სოფელ ტიხორეცკსა მდებარეობს. გენშტაბის ცნობით, საწყობებში ათასობით ტონის ოდენობის საბრძოლო მასალა ინახებოდა, რომლის ნაწილიც რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან მიიღო.

გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტიხორეცკის სამხედრო საწყობი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია და რუსული ჯარის ლოჯისტიკის სისტემაში საკვანძო როლს ასრულებს.

მანამდე, რუსულ მედიასა და ტელეგრამ-არხებში გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინული დრონების იერიშის შედეგად, რუსეთში, კრასნოდარის ოლქის სოფელ ტიხორეცკში მდებარე იარაღის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც მოგვიანებით გრანდიოზული აფეთქებაც მოყვა.

კომენტარები