თბილისი

თბილისში 13 წლის ბიჭს დენმა დაარტყა - ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

თბილისში, 13 წლის ბიჭს დენმა დაარტყა - ის საავადმყოფოში მიყვანიდან 4 დღეში, 19 სექტემბერს გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მოზარდს დენმა მის სახლთან, ავტოფარეხის თავზე დაარტყა.

მიღებული მძიმე დაზიანებებით მოზარდი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა - ის 19 სექტემბერს გარდაიცვალა. 

კომენტარები