კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო, ქართველებს ხომ მაგარი გამოთქმა გვაქვს. მე მგონი, რაღაც გარკვეულმა ჯგუფებმა ეს მაგარი ნათქვამი მაყურებელთან ძალიან ცუდად მიიტანეს. ნუ, არის ახლა საზოგადოების კატეგორია, ვინც მათ უსმენს. იმდენად დამახინჯებულად მიუტანეს, თითქოსდა, თითოეული ჩვენგანი დამნაშავეებს, ოკუპანტებს, მკვლელებს ბოდიშს ვუხდით - ეს ხომ ასე არ არის და არც არასდროს მოხდება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთიც, ცხინვალიც, აფხაზებიც და ოსებიც - უნდა შემოვირიგოთ და ყველამ ერთად და ბედნიერად ჩვენს ძლიერ და გაერთიანებულ საქართველოში უნდა იცხოვროს. აუცილებლად უნდა შევრიგდეთ, ჩვენ ხომ ქრისტიანები, მართლმადიდებლები ვართ. რაც წარსულში მოხდა, უნდა დავტოვოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ ძლიერ და ერთიან საქართველოში.
tbl.ge/6wqc
დაკოპირდა

ასე შეაფასა ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა, რომელიც ქართულ ოცნებას შეუერთდა.
14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
ქართული ოცნებაგენო პეტრიაშვილიბიძინა ივანიშვილი2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომირუსული რეჟიმიარჩევნები 2024
ამავე თემაზე
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია
- ცესკო: ენმ-ს და გახარიას პარტიის მიზანი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა
- შეიქმნება საკოორდინაციო ცენტრი ახალი არჩევნებისთვის – ოპოზიციონერები ზურაბიშვილს შეხვდნენ