თეთრი სახლი

26 სექტემბერს ბაიდენი და ზელენსკი თეთრ სახლში შეხვდებიან

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში, 2023 წლის 21 სექტემბერს 
AP Photo/Evan Vucci

26 სექტემბერს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ზელენსკის ასევე შეხვდება ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი.

თეთრის სახლის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები განიხილავენ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მდგომარეობას, უკრაინის სტრატეგიულ გეგმებსა და აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ რუსული აგრესიისგან თავდაცვაში. აქვე ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საკუთარ ურყევ ერთგულებას გაუსვამენ ხაზს, რომ ისინი დგანან უკრაინის გვერდით, სანამ ის ამ ომში არ გაიმარჯვებს.

კომენტარები