იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები დააწესოს.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კეროლაინ ლივიტმა ილაპარაკა.
ლივიტის თქმით, უკრაინას მშვიდობისაგან "10 იარდი აშორებს" და ქვეყნები "აქამდე არასდროს იყვნენ ისე ახლოს სამშვიდობო შეთანხმებასთან".
"პრეზიდენტი ტრამპი მოწადინებულია რომ მშვიდობას მიაღწიოს". – თქვა თეთრი სახლის სპიკერმა.
თეთრი სახლის წარმომადგენელს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, აპირებს თუ არა დონალდ ტრამპი ახალი სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
"პრეზიდენტმა ტრამპმა ამის შესახებ ილაპარაკა და რა თქმა უნდა, ის მზად არის ამისთვის, თუ საჭიროება მოითხოვს". – უპასუხა ლივიტმა.
18 მარტს დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარია დაგეგმილი.