არჩევნები 2024

კირკიტაძე: რუსთაველი სტუდენტებისთვის თბილისში და უკან მგზავრობა უფასო იქნება

ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს რუსთაველ სტუდენტებს და რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციას, რომლებიც, წლებია, იბრძვიან იმისთვის, რომ თბილისში ჩასვლა, უნივერსიტეტში მისვლა და შემდეგ უკან დაბრუნება 10 და მეტი ლარი არ უჯდებოდეთ. დღეს სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება, რომ სტუდენტები უნივერსიტეტებამდე უფასოდ გადაადგილდებოდნენ. მე რუსთაველ სტუდენტებს ვპირდები, 26 ოქტომბრის მერე ეს ასე იქნება - სახელმწიფოს ხარჯზე, ყველა რუსთაველი სტუდენტი უნივერსიტეტამდე და უკან უფასოდ იმგზავრებს, რადგან მათ ეს დაიმსახურეს. 

თქვა კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირკიტაძემ რუსთავში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები