საქართველოს პარლამენტი

მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

საქართველოს პარლამენტი

მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა. დღეს, 17 სექტემბერს, საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა.

არჩევნებამდე 1 თვით ადრე პარლამენტში სხდომები აღარ ტარდება, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის თქმით, თუ საჭიროება იქნება, დეპუტატები ისევ შეიკრიბებიან.

"მოგეხსენებათ, რომ არჩევნებამდე 1 თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება, პარლამენტი ისევ შეიკრიბოს. მაგრამ, დიდი ალბათობით, ამ მოწვევის პარლამენტისთვის დღეს ბოლო სხდომა იყო". - თქვა კახიანმა სხდომის დასრულების შემდეგ. 

კომენტარები