ბრაზილია

სან-პაულუს მერობის კანდიდატმა დებატების დროს თავის ოპონენტს რკინის სკამით სცემა

TV Cultura via CNN

სან-პაულუს მერობის კანდიდატებს შორის გამართულ წინასაარჩევნო დებატზე ერთ-ერთმა კანდიდატმა, ხოსე ლუის დატენამ თავის ოპონენტს, პაბლო მარკალს რკინის სკამით სცემა.

დებატები ტელეარხ TV Cultura-ს პირდაპირ ეთერში გადიოდა, როდესაც დატენამ მარკალს სკამი ჩაარტყა. დატენას თქმით, ეს იმიტომ გააკეთა, რომ მარკალმა მის წინააღმდეგ წარსულში წარდგენილი სექსუალური შევიწროების ბრალდებები ახსენა.

"სასამართლო საქმე წამოჭრა, რომელიც არქივირებულია, რომელიც პოლიციამ არც კი გამოიძია, რადგან მტკიცებულებები არ არსებობდა. ეს 11 წლის წინანდელი რაღაც არის, რამაც ჩემს ოჯახში სერიოზული ვითარება გამოიწვია". - თქვა დატენამ.

დატენა დებატებიდან მოხსნეს, ხოლო მარკალი საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

თავდასხმის შემდეგ დანარჩენმა კანდიდატებმა დებატები განაგრძეს. ტელეარხის თქმით, დისკუსია წესების დაცვით და სხვა კანდიდატების თანხმობის შემდეგ გაგრძელდა.

საავადმყოფოს ინფორმაციით, მარკალმა დაზიანებები მკერდის არესა და მაჯაზე მიიღო, თუმცა გართულებები არ ჰქონია.

მარკალის გუნდი ამბობს, რომ დატენას წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

"პაბლო მარკალს ლაჩრულად თავს დაესხა ხოსე ლუიზ დატენა, რომელმაც მას რკინის სკამი ნეკნებში ჩაარტყა". - წერია მარკალის გუნდის განცხადებაში.

შემთხვევის შემდეგ დატენამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა თავის ქმედებას მაინც არ ნანობს.

კომენტარები