16 სექტემბრის მონაცემებით, ბუნებრივ კატაკლიზმს ჯამში ემსხვერპლა 10 ადამიანი, აქედან 6 მხოლოდ რუმინეთში.
გასულ კვირას შტორმ "ბორისით" გამოწვეული წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ცენტრალური ევროპის მასშტაბით დამანგრეველი წყალდიდობების სერია გამოიწვია. რუმინეთში, პოლონეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში დაიტბორა და დაინგრა ასობით საცხოვრებელი სახლი და სხვა ინფრასტრუქტურა.

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიაში მოქალაქეების მოქალაქეების წყალდიდობისგან გადარჩენის ოპერაციის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა. ვენის მიმდებარე ტერიტორია კატასტროფის ზონად გამოცხადდა, ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციაზე "უპრეცედენტოდ ექსტრემალურს" უწოდებს.
წყალდიდობას მსვერპლი მოჰყვა პოლონეთსა და ჩეხეთშიც, განსაკუთრებით უმართავი ვითარებაა ორი ქვეყნის მოსაზღვრე რაიონებში. მდინარე დუნაი კალაპოტიდან გადავიდა სლოვაკეთშიც. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული.
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, პოლონეთში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ჩეხეთში, წყალდიდობის გამო, ზოგიერთ რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა. ჩეხეთის ენერგეტიკული კომპანია CEZ-ის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთით დაახლოებით 51 ათას ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
გარდა ამისა, Reuters ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთით ჩეხი მაშველები ამ დრომდე ეძებენ სამ ადამიანს, რომლებიც მანქანით მდინარეში გადავარდნენ.

დაღუპულთა ყველაზე დიდი რიცხვი რუმინეთშია. შაბათს, ქალაქ გალათის მახლობლად წყალდიდობით გამოწვეულ ნგრევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ორი კი კვირას დაიღუპა.