წყალდიდობა

ინდოეთსა და ნეპალში წყალდიდობას 180 ადამიანი ემსხვერპლა 

BBC

ინდოეთსა და ნეპალში ძლიერ წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 180 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

BBC-ის ინფორმაციით, სტიქიურმა უბედურებამ ინდოეთის უტარაკანდისა და კერალას შტატებში საცხოვრებელი სახლები, ხიდები, გზები, სოსოფლო-სამეურნეო ნათესები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1 600-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანებული ან სრულად განადგურებულია, წყალდიდობით დაზარალებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს. 

გადაუღებელი წვიმის გამო, ორი დღეა ვერ ხერხდება ნეპალის სოფელ სეთიმდე მიღწევა, სადაც 60-მდე ადამიანია ჩარჩენილი. 

მეტეოროლოგების პროგნოზით, ინდოეთში ნალექის შემცირება შეიმჩნევა, ნეპალში კი ძლიერი წვიმა და სტიქიური უბედურება კიდე რამდენიმე დღე გაგრძელდება.

კომენტარები