რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 103 ჯარისკაცი დაიბრუნა

გათავისუფლებული უკრაინელი ჯარისკაცი
Volodymyr Zelenskyy/X

ომის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 103 მოქალაქე დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე ავრცელებს

"რუსეთის ტყვეობიდან უკრაინას წარმატებით დავუბრუნეთ კიდევ 103 მებრძოლი, მათგან 82 რიგითი და სერჟანტი, 21 კი ოფიცერი - კიევის, დონეცკის, მარიუპოლის, აზოვსტალის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის რეგიონების მცველები. უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები, უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრები, სასაზღვრო გუშაგები და პოლიციის ოფიცრები" - წერს ზელენსკი X-ზე და სამშობლოში დაბრუნებული ჯარისკაცების ფოტოსურათებს აქვეყნებს

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომის განმავლობაში ეს ტყვეთა რიგით 56-ე გაცვლას წარმოადგენს. ამ პერიოდში რუსეთის ტყვეობიდან ჯამში 3,569 უკრაინელი გათავისუფლდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შუამავლის როლი, როგორც წინა გაცვლების შემთხვევაში, აქაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა. 

კომენტარები