გამოცემა Reuters-ის ცნობით, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს გასაიდუმლოებული ანგარიში გადასცა, რომელშიც უკრაინის ომის სტრატეგიაა განმარტებული. ინფორმაციას გამოცემა სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტრატეგია, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესის რამდენიმე კომიტეტს გადასცა, უკრაინისთვის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დამტკიცებულ დახმარების პაკეტშიც იყო მოხსენიებული. პაკეტის ფარგლებში, აშშ უკრაინას 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებასაც მიიღებს.
ერთ-ერთი ანონიმური წყაროს ცნობით, შესაბამისი დოკუმენტის აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენის ბოლო ვადა ივნისში იყო. ვადის ამოწურვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, დაგვიანების გამო, ზოგიერთმა კონგრესმენმა უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ისინი შემდგომი დაფინანსების დაბლოკვასაც აპირებდნენ.
კანონმდებლებმა ანგარიში 9 სექტემბერს მიიღეს, თუმცა განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა. ანგარიშში განმარტებული სტრატეგიის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.