ქეით მიდლტონი

ქეით მიდლტონმა ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა

უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი

ინგლისის სამეფო ოჯახის წევრმა, პრინც უილიამის ცოლმა, ქეით მიდლტონმა ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მიდლტონი სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

"ზაფხული სრულდება და სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რამხელა შვებაა ქიმიოთერაპიის კურსის დასრულება.

გასული 9 თვე ჩვენი ოჯახისთვის ძალიან რთული იყო. ცხოვრება, როგორც იცით, შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს და ჩვენ ქარიშხლიან წყლებში და უცნობ გზებზე გადაადგილება მოგვიწია.

ჩემი მთავარი მიზანია დავრჩე სიმსივნისგან თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ქიმიოთერაპია დავასრულე, ჩემი გამოჯანმრთელებისკენ მიმავალი გზა ჯერ არ დასრულებულა". – წერს სოციალურ ქსელში მიდლტონი.

მიდლტონის დიაგნოზი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის მარტში გახდა.

პრინცესას თქმით, სიმსივნე ექიმებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მიდლტონმა 2024 წლის 16 იანვარს კლინიკაში გეგმური მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა, თუმცა "იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ მდგომარეობა არ იყო სიმსივნური".

ქიმიოთერაპიის კურსამდე მიდლტონმა წარმატებული ოპერაციაც გაიკეთა.

კომენტარები