პუტინის რუსეთი

რუსეთის ერთეულების ხელმძღვანელთა არჩევნებზე პუტინის პარტიამ გაიმარჯვა

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

რუსეთის ფედერაციის ერთეულების ხელმძღვანელთა არჩევნებზე ვლადიმირ პუტინის პარტიის, ედინაია როსიას კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

არჩევნები 89-დან 83 რეგიონში ჩატარდა, სადაც ან პოსტზე მყოფმა გუბერნატორებმა გაიმარჯვეს ან გუბერნატორის თანამდებობა პუტინის მიერ შერჩეულმა მოვალეობის შემსრულებლებმა დაიკავეს. 

გუბერნატორებმა საშუალოდ ხმების 62-81% მიიღეს. ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (59.29%) იმარჯვებს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი.

არჩევნები ასევე ჩატარდა კურსკის ოლქში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. გუბერნატორის პოსტზე აირჩიეს ალექსეი სმირნოვი, რომელიც აქამდე მოვალეობის შემსრულებელი იყო.

კომენტარები