აშშ

ჯორჯიის შტატში, სკოლაში მომხდარ სროლას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ უინდერის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანია დაღუპული, 30 კი დაშავებული. ინფორმაციას CNN-ის კორესპონდენტი ადგილიდან ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ეჭვიმატინილი, რომელიც თავადაც სტუდენტის ასაკის არის, უკვე დაკავებულია, თუმცა, მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოორდინაციას აგრძელებს.

კომენტარები