წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხაში ტურისტი ხევში გადავარდნის შედეგად დაიღუპა

Getty Images

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხევში ტურისტი გადავარდა - იგი დაიღუპა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მედიებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპული პოლონეთის მოქალაქეა და იგი ჩანჩქერში ჩავარდა.

კომენტარები