თურქეთში, ქალაქ იზმირში ორგანიზაციის თურქი ახალგაზრდობის ასოციაცია (TGB) წევრები ორ ამერიკელ სამხედროს ქუჩაში თავს დაესხნენ.
თავდამსხმელებმა ამერიკული სამხედრო სადესანტო გემის, USS Wasp-ის მეზღვაურებს სცემეს, ერთ-ერთ მათგანს კი თავზე ტომარა ჩამოაცვეს.
მომხდარზე იზმირის პოლიციამ საქმე აღძრა და 13 თავდამსხმელი დააკავა.
TGB ანტიამერიკული რიტორიკით გამორჩეულ ნაციონალისტურ პარტია ვათანთან არის კავშირში.
სამხედრო გემი USS Wasp იზმირის პორტში 1 სექტემბერს შევიდა. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განმარტებით, პორტში გაჩერება რეგულარული და წინასწარ დაგეგმილია.





