რიკოთის გვირაბში ავარიის გამო თბილისის მიმართულებით გადაადგილება შეფერხდა. ტაბულას ინფორმაციით, ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.





