რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სირსკი: გასულ დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში 5 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური, ოლექსანდრ სირსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში, კურსკის ოლქში გარკვეულ მიმართულებებზე 2 კილომეტრით წინ წაიწიეს და 5 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს.

"კურსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაცია გრძელდება. დღე-ღამეში ჩვენმა ძალებმა გარკვეულ მიმართულებებზე ორი კილომეტრით წინ წაიწიეს, კონტროლი დაამყარეს ხუთი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე". - თქვა სირსკიმ.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

ასზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე ათეულობით დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. დანაკარგები ორივე მხარესაა. რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფოტოები და კადრები.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და ცნობები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები