სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, ასე ვთქვათ, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას და ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია. დანარჩენი ფორმულირება საბოლოო სახით როგორი იქნება, ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება.
მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზე და ჩანაწერზეა ლაპარაკი, სწრაფად ამის მიღება საბოლოო სახით გაჭირდება.
სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება ეკლესიის თანხმობის გარეშე.